вторник, 22 июня 2010 г.

პროექტი

ითხვისი __  ჩემი  სოფელი

პროექტის  მიზანია  მოსწავლეებმა  შეძლონ  მოიძიონ  და  გაეცნონ  იმ  უამრავი  მასალიდან  ნაწილს  მაინც  რომელიც  სოფ.  ითხვისის  შესახებ  არსებობს.  ( ეს  მასალები  ძირითადად  არის  გეოგრაფიული,  ისტორიული,  ფოლკლორული,  ლიტერატურული,  თქმულებები  და  ლეგენდები,  ტოპონიმიკა  და  სხვა  სახის)  

პროექტის  დამუშავებაში  მონაწილეობას  მიიღებენ  VII  კლასის  32  მოსწავლე  და  ქართული  ენისა  და  ლიტერატურის,  ისტორიის,  გეოგრაფიის,  ბიოლოგიის,  ხელოვნების  მასწავლებლები.

თემის  დამუშავებისათვის  მოსწავლეები  დაიყოფიან  ჯგუფებად,  რომელთაც  დაევალებათ  შესაბამისი  მასალების  მოძიება:                                                                                                                        ა)  გეოგრაფიის  ჯგუფი.  მოიძევს  მასალას  სოფ.  ითხვისის  გეოგრაფიული  მდებარეობის,  ბუნებრივი  პირობების,  ბუნებრივი  რესურსების (წიაღისეული,  ტყეები,  წყლის  რესურსები  და  სხვა)  შესახებ.

      ბ)  ისტორიის  ჯგუფი.  მოიძევს  მასალას  სოფლის  ისტორიული  წარსულის  შესახებ.                გ)  ბიოლოგიის  ჯგუფი.  მოიძევს  მასალას  ითხვისის  ტერიტორიაზე  გავრცელებული  ფლორისა  და  ფაუნის  შესახებ.

      დ)  ლიტერატურის  ჯგუფი.  მოიძევს  ლიტერატურულ  მასალას,  სადაც  მოხსენიებულია  სოფ.ითხვისი.  ამ  კუთხით  შეისწავლის  ითხვისელი  საბავშვო  პოეტების  გ.წერთლისა  და                         ა. მეგრელიშვილის  შემოქმედებას.  მოიძევს  ფოლკლორულ  მასალას,  ლეგენდებსა  და  თქმულებებს  ითხვისის   შესახებ.

      ე)  ჯგუფი  მოიძევს  მასალას  ითხვისის  ტერიტორიაზე  1962–1963  წლების  არქეოლოგიური  გათხრების  დროს  აღმოჩენილი  ნივთების  შესახებ.

      ვ)  ჯგუფი  მოიძევს  მასალას  ითხვისის  იოანე   ნათლისმცემლის  სახელობის  ეკლესიის  შესახებ.

      ზ)  ჯგუფი  მოიძევს  მასალას  ითხვისის  ტერიტორიაზე  არსებული  კულტურულ–საგანმანათლებლო  დაწესებულებების  შესახებ.

       თ)  ჯგუფი  მოიძევს  მასლას  ცნობილი  ითხვისლების  შესახებ.

   პროექტის  მომზადება  გაგრძელდება  2  თვის  განმავლობაში.

    მასლების  მოძიების  შემდეგ  თითოეული  ჯგუფი  პრეზენტაციას.

    პროექტის  წარმატებით  შესრულება  მოსწავლეებს  გაუღვიძებთ  შრომისმოყვარეობის  და  პატრიოტიზმის  გრძნობას,  ინტერესს  საკუთარი  სოფლის  წარსულის,  აწმყოსა  და  მომავლისადმი.

      მოძიებული  მასალა  შეიძლება  გავაცნოთ  სოფლის  მოსახლეობას,  რაც,  ჩემი  აზრით,  დიდ  ინტერესს  გამოიწვევს.